ვერძი: არასდროს დაიხევს უკან, თუ მისთვის ეს მიზანია, ის მას ყველაფრის ფასად მიიღებს, ისინი არ ცნობენ სხვის წესებს.
ლომი: არ შეიძლება რომ მხოლოდ თქვენ იყოთ სახლში უფროსი. ლომები გიჟდებიან ყველაფერის კონტროლზე. ბოლოს და ბოლოს ეს მათ ბუნებაშიც დევს. ისინი დაბადებიდანვე ლიდერები არიან და ვერაფერს იზამ, ის ვინც გადაწყვეტს შეხვდეს ლომს, უნდა შეეგუოს ამ ფაქტს.
მშვილდოსანი: ადრე თუ გვიან თქვენ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება. გასაგებია, რომ მერწყულები უკვე ცუდად ხდებიან ფრაზაზე: – „თავი მიუძღვნა ვინმეს”, მაგრამ მშვიდად, პანიკის გარეშე! არ არის აუცილებელი ვინმეს ახლავე დაუკავშიროთ თქვენი ბედი.
კურო: ნუ გეშინიათ იყოთ სუსტი. კურო ძალიან ფრთხილი ნიშანია. ეს ძირითადად ყველა მიწის ნიშნის თვისებაა, მაგრამ კურო არავის აძლევს უფლებას მიაყენოს მას ტკივილი. ის არ ენდობა ყველას და დიდი დრო სჭირდება იპოვოს მეორე ნახევარი, ვის გვერდითაც თავს იგრძნობს მშვიდად.
ქალწული: იდეალური ადამიანები არ არსებობენ და ეს ნორმალურია. ქალწულებს უყვართ კრიტიკა, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ მიიღონ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან, ან დარჩებიან მარტოები, არავის სურს იცხოვროს მუდმივ დაძაბულობაში, რამე არ შეეშალოს თქვენთან.
თხის რქა: დაუთმეთ მეტი დრო იმ ადამიანებს, რომლებიც გიყვართ. თქვენი მუდმივი სურვილი, მოხვეჭოთ რაც შეიძლება ბევრი ფული, დაგაშორებთ საყვარელ ადამიანებს, იფიქრეთ რა სჯობს საბოლოოდ. სიმარტოვე თუ საყვარელი ადამიანების გარემოცვა?
ტყუპები: არაფერი აკომპენსირებს ერთგულებას. ტყუპების პრობლემა არის ერთგულება. ძალიან უჭირთ იმის გააზრება, რომ თავიანთი ცხოვრება უნდა მიუძღვნან მხოლოდ ერთ ადამიანს და ისიც რომ არ გამოვიდეს?
სასწორი: პარტნიორში შეიძლება იყოს სხვა, უფრო საინტერესო, ვიდრე მისი მომხიბლავი ვიზუალი. სასწორი ყველაზე დიდი მნიშვნელობას გარეგნობას ანიჭებს. როგორც საკუთარს, ასევე სხვისას. პარტნიორის არჩევისას პირველ ადგილას არის მისი გარეგნობა, რაც ადრე თუ გვაინ სრულდება დაშორებით. სასწორებო, თქვენთვის რჩევა იქნება ის, რომ მხოლოდ გარეგნობას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ბედნიერებისთვის ღირს ცდად.
მერწყული: იმისთვის, რომ ნახოთ თქვენი ადამიანი, სასურველია დააკორექტიროთ სტანდარტები. არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ გქონდეთ მაღალი სტანდარტი, თუმცა ეს ხშირად იმედგაცრუების მომტანია. ამიტომ მერწყულებს უჭირთ ურთიერთობის აწყობა. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა გსურთ ადამიანი, რომელსაც ხვდებით, გინდათ მასაც მოსწონდეს ის, რაც თქვენ, მაგრამ დაფიქრდით, რეალურად სცემს პატივს ეს ადამიანი თქვენ მიზნებს? ის მომთმენი და კეთილია? იაზიარებს ყველაფერს, რაც თქვენ გსურთ?
კირჩხიბი: ნუ განიცდით თუ გამოამჟღავნეს ძლიერი ხასიათი. კირჩხიბებო, თქვენ ძალიან კეთილები ხართ, შეგიძლიათ განიცადოთ სხვა ადამიანების ამბები, მზად ხართ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ჰარმონია, მაგრამ თუ გსურთ ურთიერთობის შენარჩუნება, თქვენ გჭირდებათ საკუთარ აზრზე მყარად დგომა და ხანდახან შეგუებაც კი. ისწავლეთ იყოთ გულწრფელები.
მორიელი: ისწავლეთ არჩევანის გაკეთება, როდის უნდა იბრძოლოთ და როდისაა საჭირო შეგუება. მორიელები პირველ რიგში მებრძოლები არიან. თუმცა თუ თქვენ გსურთ ააგოთ ბედნიერი ურთიერთობა, სჯობს ისწავლოთ როდის რა ჯობია. თქვენთვის მარტივია კამათი ნებისმიერ წვრილმანზე. ისწავლეთ ბალანსის დაცვა.
თევზები: რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობა არაა ისეთი, როგორიც ზღაპრებში. თევზები ყველაზე რომანტიკული ზოდიაქოს ნიშნები არიან, მათი ოცნებაა იპოვონ ისეთი სიყვარული, როგორზეც რომანებში წერენ. თქვენ ელოდებით ისეთ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება თქვენ გვერდით იქნება, კი ეს შესაძლებელია, მაგრამ ნუ ელოდებით რომ ურთეირთობა ისეთივე ზღეპრული იქნება, როგორიც Disney-ს მუტფილმებშია.