მორიელი
ოქტომბრის შუა პერიოდიდან მოყოლებული მორიელის ნიშნით დაბადებულებისთვის წარმატებული პერიოდი შევა ძალაში. თუმცა, უკვე ნოემბრიდან მორიელებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით სასიყვარულო-პარტნიორული კავშირების კუთხით. ეს შეიძლება იყოს რომანი უცხოელთან, მოგზაურობისას დაწყებული ლავ-სთორი ან პარტნიორი, რომელიც გაცილებით უფრო წარმატებული ან ფინანსურად უზრუნველყოფილია თქვენზე.
სასწორი
სასწორის ზოდიაქოს ნიშანი პარტნიორობისა და ქორწინების თემას “განკარგავს” ისეც. თუმცა, ამ შემოდგომაზე ზუსტად ამ ნიშანში ორი “გენდერული” პლანეტა მოიყრის თავს, რაც თავის მხრივ, ბევრი სასწორის ცხოვრებაში მოიტანს გასაოცარ სასიყვარულო ამბებს. შესაძლებელია, თქვენი რომანი “ერთი ნახვით” სიყვარულის სცენარითაც დაიწყოს და განვითარდეს. არ არის გამორიცხული, ვინმე ისეთი შეგხვდეთ, ვინც წამის მეასედში დაგახვევთ თავბრუს. თქვენი ინტერესის ობიექტი შესაძლოა კარგად ცეკვავდეს ან მღეროდეს, ჰქონდეს დახვეწილი სტილი, მისდევდეს სპორტს და ჯანსაღ ცხოვრების წესს.