„გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან.
ინფორმაციისთვის, ჩოხატაურში კორონავირუსი დადასტურდა _ დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ პირველადი ტესტირებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სწორედ ეს გოგონა რამდენიმე საათით იმყოფებოდა სოფელ ასკანაში ნათესავებთან. ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ის დირექტორის მაია ქუტიძის ინფორმაციით, ყველა ადამიანი ცნობილია ვისთანაც ინფიცირებულ გოგონას ჰქონდა შეხება და ყველას გაუკეთდა ტესტი.
“მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ და დაიცვან წესები. საღამოს გვეცოდინება ტესტების პასუხი. მხოლოდ ორ ოჯახში ჩატარდა ტესტირება და დაველოდოთ პასუხებს“, – გვითხრა მაია ქუტიძემ.