BBC-ის ინფორმაციით, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბორდელი Pascha გაკოტრდა. აღნიშნული ბორდელი გერმანიაში, ქალაქ კილონში მდებარეობს.
როგორც გამოცემა წერს, 10 სართულიან ბორდელში 120-მდე სექსმუშაკი და 60-მდე პერსონალი მუშაობდა, მათ შორის მზარეულები და სტილისტები.
,,ეს არის ჩვენი დასასრული. ბანკების დახმარებით შეგვეძლო გაკოტრების თავიდან აცილება, მაგრამ ამისთვის უნდა გვქონოდა გარანტია, რომ მომავალი წლის დასაწყისში მუშაობის განახლებას შევძლებდით“,_ განაცხადა ბორდელის მფლობელმა ლობშეიდმა.
BBC-ის ინფორმაციით, 15 აგვისტოდან, ბერლნიში, კორონავირუსის გამო ამოქმედებული კარანტინის შემდეგ, ბორდელები გახსნეს, თუმცა სექსი კვლავ აკრძალულია.
ასევე გამოცემის ინფორმაციით, ბერლინში, არსებული რეგულაციებით, გერმანიის დედაქალაქში ბორდელების კლიენტებს, მხოლოდ ეროტიკული მასაჟის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ.
როგორც ცნობილია, გერმანიაში პროსტიტუცია ლეგალურია, ქვეყანაში 40 ათასზე მეტი რგისტრირებული სექსმუშაკია.