დღეს, ოზურგეთში, პოლიტიკური მოძრაობა „პატრიოთა ალიანსის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, შოთა გოგიბერიძემ და პარტიის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.
_ჩვენ გვაქვს აქცია -მსვლელობა, რომლის მიზანია, მოსახლეობისთვის მართალი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები ავრცელებენ ფეიკმასალებს ჩვენს შესახებ. მიუხედავად ამისა, პარტია მძლავრი ნაბიჯებით იწყებს საპარლამენტო არჩევნებისკენ გამარჯვებით სვლას. გარდა ამისა, მინდ გითხრათ , რომ საპარლამენტო არჩევნებზე გურიის მაჟორიტარ ოლქში, პარტიას შეთავაზებული ეყოლება ღირსეული კანდიდატი ჩემი , შოთა გოგიბერიძის სახით, _ უთხრა შოთა გოგიბერიძემ შეკრებილებს.
შემდეგ კი გამართეს მსვლელობა ქალაქის ტერიტორიაზე. შეხვდნენ მოქალაქეებს, გარემოვაჭრეებს:
„მე ვარ თქვენი კლიენტი, თქვენი მხარდამჭერი და მაჟორიტარობის კანდიდატი გურიაში“ -უთხრა გოგიბერიძემ გარმოვაჭრეებს.
აქცია ქალაქის შემოვლით დასრულდა.