ქალბატონს, რომელიც ბათუმიდან ჩოხატაურში ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, _ აღნიშნულის შესახებ „გურია ნიუსთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა არჩილ მჟავიამ ისაუბრა.
შუახნის ქალი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, ხოფის ბაზრობაზე მუშაობს.
“ეს ქალი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში ჩავიდა თავისი ოჯახის წევრებთან დროებით საცხოვრებლად. მაგრამ მალევე მოუწია ბათუმში დაბრუნება, რადგან ეპიდოლოგებმა დააბრუნეს უკან.
ყველა კონტაქტი ცნობილია. ეპიდოლოგები უკვე სოფელ ზემოხეთში იმყოფებიან. საგანგაშო არაფერია და ყველაფერი კონტროლდება ჩვენ მიერ, _ გვითხრა არჩილ მჟავიამ.