გურიაში საარჩევნო ბლოკი „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატად სპორტსმენს მანუჩარ კვირკველიას ასახელებს.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. საარჩევნო ბლოკში – „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, მოძრაობა „ევროპელი დემოკრატები“ და კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“.
“ძალა ერთობაშიამ“ ეს ინფორმაცია დღეს გაავრცელა და თან წარადგინა რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვინ იქნებიან მათი კანდიდატები. ესენია: ნატო ჩხეიძე – ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის – ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები; კახა ოქრიაშვილი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები; ცეზარ ჩოჩელი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები; დილარ ხაბულიანი – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.