საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია,_ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ მიაწოდა.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ენდელაძემ განმარტა, რომ ამჟამად ახალი კორონავირუსით კლინიკაში 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.
ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3913 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი.