ბრიტანეთში პლასმასის საწრუპები, მოსარევები და ბამბის ჩხირები ოფიციალურად აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Unilad ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული აკრძალვა ძალაში 1 აპრილს უნდა შესულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ვერ მოხერხდა.
Unilad -ის ინფორმაციით, ადამიანები, რომელებსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვთ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც საწრუპებს საჭიროებენ, აკრძალვისგან გათავისუფლდებიან.
ინგლისის მთავრობამ, აღნიშნულ საკითხთან დაკავიშრებით განაცხადა, რომ ერთჯერადი პოლიეთილების პარკების ფასი გაორმაგდება.
როგორც Unilad წერს, მთავრობის ამ ნაბიჯს გარემოს დაცვის აქტივისტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, მაგრამ მათ აღნიშნეს, რომ აკრძალული საგნები ქვეყანაში მიმდინარე დაბიძურების ძალიან მცირე ნაწილია.