ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით საქართველოში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ერთ-ერთი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 90 წლის კაცია.
„90 წლის კაცი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,_ ამბობენ ჯანდაცვის უწყებაში.
ამ დროის მონაცემებით,საქართველოში კორონავირუსის 8118 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4244 ადამიანი, 50 პაციენტი კი გარდაიცვალა.