თუ სომხეთზე სამხედრო იერიში განხორციელდება, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებს შეასრულებს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა BBC –თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
არსებობს შეთანხმების კონკრეტული ბაზა, რომელშიც წერია, რომ თუ შეიქმნება სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის პირდაპირი საფრთხე, რუსეთმა უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულება, რის გარანტიასაც იძლევა.
რუსეთი გარანტიას იძლევა, რომ თუ სომხეთზე სამხედრო იერიში განხორციელდება, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა, მხარეები ომის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაღუპულია ათობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე.