აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 280 კოვიდ დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
აჭარაში, Covid კლინიკებში მკურნალობს 472 პაციენტი, რომელთა შორის 15 არასრულწლივანი და 20 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია – 23 პაციენტი.
დარჩენილია 53 თავისუფალი საწოლი.
Covid სასტუმროებში- 886 ადამიანი იმყოფება, მათ შორის არასრულწლოვანი – 92.
აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.