ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკი მომატებულია. ამიტომ ეპიდემიოლოგები მოსახლეობის პირბადის გამოყენებისკენ როგორც დახურულ ასევე ღია სირცეში მოუწოდებენ, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, მრავალჯერადი მოხმარების პირბადე ყოველდღე უნდა გაირეცხოს და დაუთოვდეს.
ასევე პირბადის მოხსნისას და გაკეთებისას პირბადის ზედაპირს არ უნდა შევეხოთ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილის თქმით კი, პირბადის გაზიარება სხვასთან არ შეიძლება.