კლინიკა „მედალფას“ პედიატრიული სამსახურის კოორდინატორი, მარკა ზარნაძე „გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ ოზურგეთის ბაღებში მოწამვლის ნიშნებით მყოფ პაციენტთაგან, გუშინ ორი დაბრუნდა ბინაზე.
_ისინი დაბრუნდნენ ბინაზე მას შემდეგ, რაც ჩაუტარდათ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. დღეს კი მხოლოდ ერთი პაციენტი შემოვიდა, ბაღის აღსაზრდელი, ასეთივე მომსახურების საჭიროებით. გაეწევა დახმარება და დაბრუნდება ბინაზე, _ გვითხრა მან.
მარიკა ზარნაძემ ასევე გვითხრა, რომ ოთხ პაციენტს, რომლებიც ინფექციურ განყოფილებაში არიან მოთავსებული, ახლაც რჩებიან კლინიკაში და განაგრძობენ მკურნალობას.