ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ლანჩხუთში სკოლები ორი კვირით დისტანციური სწავლების რეჟიმში გადადიან.
“16 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სასწავლო პროცესს განახორციელებს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის საშუალებით”, _ ამბობს რესურსცეტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე.