გასული 24 საათის განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ლანჩხუთში სულ ინფიცირების 541 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია 310 ადამიანი, აქტიურია 227 შემთხვევა. კოვიდინფექციას ემსხვერპლა 4 ადამიანი.