კორონავირუსით ჩოხატაურში კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სოფელ სამებაში მცხოვრები კაცია.
როგორც „გურიანიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს, მამაკაცს გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.
„კორონავირუსი ცოლ-ქმარს დაუდასტურდა. გადაყვანილი იყო ბათუმის კლინიკაში და სამწუხაროდ, გარდაიცვალა“,_ გვითხრეს ჯანდაცვის ცენტრში.
სულ ჩოხატაურში კორონავირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი.


































































