https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მოვუწოდებთ რუსეთს”- საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ეუთო-ს მინისტერიალზე

8:12; 6.12.2020
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებული იქნა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება:

“ეს განცხადება კეთდება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის გამო და ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, სრული პატივისცემის საფუძველზე.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს  2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი  მკაფიო ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე ვალდებულება უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ ”პროგრამის” დამტკიცებას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯს.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციისა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მხრიდან მომდინარე პროვოკაციებით, რომლებიც COVID-19 პანდემიის ფონზეც კვლავინდებურად გრძელდება. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებისა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივის დახურვის გამო. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაცია და ნეგატიურად აისახა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, განსაკუთრებით ახალგორსა და გალში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე, კეთილდღეობასა და ჰუმანიტარულ პირობებზე. იმ ადამიანების დაღუპვა, რომლებსაც,  2019 წლის სექტემბრიდან ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა  წაერთვათ,  არის კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაცია იმ მძიმე შედეგებისა, რომლებიც ადგილობრივი მოსახელობისთვის თავისუფლების შეზღუდვას მოჰყვება. ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ  სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მიმდინარე თვითნებური დაკავებების, მათ შორის 2020 წლის 11 ივლისს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის მიმართ სროლისა და დაჭრის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მიეცეთ დაუყოვნებლივი წვდომა ყველა დაკავებულთან და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ბ-ნი გახელაძე და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს (GID), როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვან ფორმატს რუსეთ-საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად. ვწუხვართ, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე წელს არ ჩატარებულა არცერთი რაუნდი და მოვუწოდებთ შეხვედრების განახლებას თანათავმჯდომარეების მიერ დადგენილ თარიღებში. ხაზს ვუსვამთ პროგრესის აუცილებლობას მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

გამოვხატავთ ჩვენ მხარდაჭერას ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ (Incident Prevention and Response Mechanisms (IPRMs)) და ხაზს ვუსვამთ მათ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის და ადგილზე ადამიანების უვნებლობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას გალის IPRM-ის ხანგრძლივი შეჩერების გამო. ვაღიარებთ რა 2020 წლის ივლისში ერგნეთის IPRM–ის განახლებას როგორც პოზიტიურ ნაბიჯს, ხაზს ვუსვამთ გალში შეხვედრების განახლების აუცილებლობას შემდგომი შეფერხებისა და წინაპირობების გარეშე და  მათი ფუნქციონირების მართვის მნიშვნელობას ფუძემდებლური პრინციპებისა და ძირითადი წესების სრული დაცვით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ურყევ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას თავისი მანდატის სრულად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომის უზრუნველყოფის გზით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ანუ იმ ორგანიზაციის საქმიანობის პოლიტიზირების, ან მასთან დაკავშირებული პროპაგანდის გავრცელებისგან,  რომელიც მთელი პანდემიის განმავლობაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ღრმა შეშფოთებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსული სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა და მილიტარიზაციის ზრდის გამო, მათ შორის „კავკაზ 2020“-ის სწავლებასთან დაკავშირებით, რომელიც ნაწილობრივ  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით ჩატარდა.

ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებულნი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, წამების გამოყენების, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების განადგურებისა და გადაადგილების თავისუფლებასთან, საცხოვრებელთან და ქონებასთან დაკავშირებული უფლებების უხეში დარღვევების გამო. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას. ჩვენ მოვუწოდებთ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი შესვლა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  რეგიონებში.

ჩვენ ვგმობთ საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვას საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მოქმედ რუსეთის სამხედრო ბაზაზე და საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობას, და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს  აღმოფხვრას ნებისმიერი ის დაბრკოლება რომელიც ხელს უშლის დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას. ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუჭერთ მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია რუსეთის ფედერაციის კონტროლქვეშ არსებულ მის  ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა; ამასთან, აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმები რუსეთის მიერ ხანგრძლივი დროის მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ  მიმართული მტრული და მადესტაბილიზებელი კამპანიის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენდა.

ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და საქართველოს მიერ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ცალმხრივად ნაკისრ ვალდებულებას   და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და საქართველოთან მიმართებაში იკისროს და შეასრულოს ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას: ”ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და დაშორიშორებულ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ჩვენ მივესალმებით პროგრამის ფარგლებში მიღწეულ პირველ წარმატებებს, მათ შორის მისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და  “საწარმო უკეთესი მომავლისთვის” საგრანტო პროგრამის დაწყებას, რამაც უკვე გამოიწვია ინტერესი და საზოგადოების ჩართულობა ადმინისტრაციული საზღვრის ყველა მხარეს. ჩვენ ასევე მივესალმებით სამშვიდობო ფონდის შექმნას უკეთესი მომავლისთვის და მხარს დავუჭერთ მის შემდგომ განხორციელებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძონ მუშაობა ეუთოსთან და სხვა მრავალმხრივ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყონ ადგილზე ნდობის განმტკიცების ზომების განხორციელებას.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს მუდმივმოქმედი საბჭოს ინფორმირება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების შემდგომი გაღრმავების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობას. ვწუხვართ 2009 წელს საქართველოში ეუთოს მისიის დახურვის გამო და მოვუწოდებთ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ გადაწყვეტილება  აღდგეს საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისია, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობაც ექნება და ადმინისტრაციული-სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად იფუნქციონირებს.  მისიის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ასევე ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა განხორციელებაში.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი განაგრძობს კონფლიქტისა და ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12 თებერვალი, 2026

"დაფიქრდით რას აკეთებთ"- ნიშნავს თუ არა ვაქცინა COVID-19-ის დასრულებას

"გაისროლეს და გაიქცნენ"- ერთ-ერთ ოჯახში ღამით ნიღბიანი პირები შეიჭრნენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის არის ბავშვის თავის ტკივილი საგანგაშო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

9:59; 13.02.2026
საზოგადოება

“სანამ ცოცხალი ვარ, თავზე ნუ დამაწვიმს!”  _ ასაკოვანი ქალი დახმარებას წლებია, უშედეგოდ ელოდება

9:46; 13.02.2026
ფინანსები

“ღმერთო, ჩამოი დაბლა, რაფერ უძლებ ამდენს???”

9:44; 13.02.2026
ზაფრანი

რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები   

9:40; 13.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ძუნწი ზოდიაქოს ნიშნები   

9:38; 13.02.2026
ზაფრანი

ვინ განიცდის ყველაფერს ზედმეტად

9:37; 13.02.2026
ზაფრანი

ყველაზე გაბედული ზოდიაქოს ნიშნები   

9:34; 13.02.2026
სამართალი

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პოლიციელი დააკავა

9:31; 13.02.2026
სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო