ძალიანაც რომ მოინდომოს, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მუქარას ხელისუფლება მაინც ვერ შეასრულებს: აღმოჩნდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს. კობასხიძის მუქარა მხოლოდ “ოცნების” ამომრჩეველზე გათვლილი ნაბიჯი და მმართველი პარტიის მორიგი ავტოგოლი აღმოჩნდა.
ლიდერის გამო, წარმოუდგენელია, რომელიმე პარტია მოიხსნას რეგისტრაციიდან. დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კობახიძის მიერ გაჟღერებულ გეგმას კი ყოფილი სახალხო დამცველი “საგანგაშოს” უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ოპოზიციური პარტიის მიმართ ღია მუქარაა.
თუ ვინმე რაიმე კანონს არღვევს, რასაკვირველია, უნდა გაირკვეს, მაგრამ ასე ხელაღებით პოლიტიკურ ძალას საქმიანობა აუკრძალო, ესმხოლოდ დიქტატორულ ქვეყნებში ხდება და, ვფიქრობ, საგანგაშო განცხადებაა, მით უფრო, როცა ასეთ განცხადებას მმართველი პარტიის წარმომასდგენელი, ყოფილი სპიკერი აკეთებს, ამბობს უჩა ნანუაშვილი.
ექსპერტები და ანალიტიკოსები, ასევე ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის პირით გაჟღერებულმა მუქარამ, რომელსაც, ივანიშვილის გათვლით, ოპოზიცია უნდა დაეზიანებინა, სინამდვილეში უკურეაქცია გამოიწვია.
შეგახსენებთ, გუშინ, 9 დეკემბერს, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ენმ-ს რეგისტრაცია გაუუქმდება, რაც პ[არლამენტის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული.
წყარო: mtavaritv