გასული 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა დადასტურებულა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჩოხატაურში სულ კორონავირუსით ინფიცირების 851 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 653-ზე მეტი ადამიანია გამოჯანმრთელებული, გარდაცვლილია 11.