მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 33 წელი, ის მაგიური ასაკია, როცა ადამიანის ცნობიერებაში მნიშვნელოვანი გადაფასებები ხდება.
ბრიტანული კვლევის მიხედვით, ქალი დედას ემსგავსება შვილის გაჩენიდან რამდენიმე წელიწადში და უმეტეს შემთხვევაში, ეს სწორედ 33 წლის ასაკია. ამ ასაკიდან ქალები ავლენენ ზუსტად ისეთივე აღზრდის მეთოდებს, როგორიც დედას ჰქონდა.
ცხოვრების სტილი, გემოვნება დედის მსგავსი აქვთ. ინტერესდებიან ისეთი სატელევიზიო გადაცემებით, როგორებიც დედას მოსწონდა, ან მოსწონს, აქვს ისეთივე ჰობი, როგორიც დედას.
უფრო მეტიც, მკვლევართა თქმით, ქალები ზუსტად იმავე სიტყვებით, იმავე ფრაზებით მიმართავენ თავიან პატარებს, როგორითაც დედა ესაუბრებოდათ და რომლებზეც ამბობდნენ, რომ არასოდეს გაიმეორებდნენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, 33 წლის ასაკიდან ქალი დედის ასლი ხდება.