ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ენმ- ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ “ქართული ოცნება” დასრულებულია.
“ფენომენიდან გამომდინარე ეს ის კაცია, მის სიტყვას ენდო ძალიან ძნელია. არავინ არ იცის მის გარდა რამდენად გულწრფელია იგი მის სიტყვებში, მათ შორის საკუთარი პარტიის წევრებმაც, და იგი მართლა წავი და თუ არა ამას უახლოესი თვეები დავანახვებს. თუ იგი რეალურად წავიდა მაშინ “ქართული ოცნება” დასრულებულია რადგან ივანიშვილის გარე “ქართული ოცნება” არის არაფერი. ხოლო თუ ისევ ჩვეულ სტილში თაღლითობს ეგეც გამოჩდება.
ისე, თუ მართლა მიდის სად მიდის და რას ტოვებს?გაღარიბებულ ქვეყანას, გაკოტრებულ ბიზნესებს, უკიდურესად გაღარიბებულ მოსახლეობას. ახლა წასვლა პასუხისმგებლობის გარე მაგისთვის ბაირამობაა, მან ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს როცა ამის დრო მოვა.
დაა ეს დრო ისედაც ახლოსაა იგი მართლა წავა თუ არა.
მე თუ მკითხავთ, ორი რამის აღარ მჯერა ამ ქვეყანაზე- უცხო პლანეტელების არსებობის და ბიძინა ივანიშვილის”-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი.