კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ონლაინსწავლების 2021 სასწავლო წელს, ინტერნეტი დაბალი ტარიფით იქნება ხელმისაწვდომი.
კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს _ “მაგთის”, “ჯეოსელს” (“სილქნეტი”) და “ბილაინს” (“ვიონი საქართველო”) უფლება აქვთ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 30-დღიანი ვადით ინტერნეტი 20 გბ 10 ლარად შესთავაზოს. ამ პროცესში შესაძლოა კომპანიებს სუბსიდირება დასჭირდეთ, რაც მანამდე კომისიამ კომპანიებს აუკრძალა.
მოქმედი ტარიფებით, 20 გბ “მაგთისა” და “ჯეოსელის” აბონენტებისთვის 30 ლარი ღირს, “ბილაინში” მსგავსი პაკეტი არ აქვთ, თუმცა 10 გბ (ღამის ულიმიტო ინტერნეტით) 17 ლარი ღირს.
ამ პაკეტის ფარგლებში ჩასართავი აბონენტებს განათლების სამინისტრო განსაზღვრავს. როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას, განათლების სამინისტროში კონკრეტული თარიღის თქმა უჭირთ. უწყებაში აცხადებენ, რომ ტექნიკურ საკითხებზე მუშაობენ.