გურიის გუბერნატორისა და ჩოხატაურის მერის მისვლის შემდეგ, სიტუაცია ბუკნარში კიდევ უფრო დაიძაბა. თავდაპირველად შეხვედრა მშვიდად, დიალოგის ფორმით მიმდინარეობდა, თუმცა, ვითარების დაძაბვის შემდეგ, აღარც ზურაბ ნასარაია ჩანს და აღარც ირაკლი კუჭავა. ჩვენი ინფორმაცით, ისინი შექმნილ ვითარებას გაარიდეს.
შეკრებილი მუსლიმი მრევლის წარმომადგენლები სოფლის ცენტრისკენ დაიძრა, პოლიციამ მათი შეჩერება ვერ შეძლო.