ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის კონფლიქტი ამოწურულია.
დაძაბული დღის შემდეგ შეხვედრა შედგა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
ჩვენი ინფორმაციით, მოლაპარაკების შედეგად ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ლოცვის უფლება აქვს ორივე მხარეს და ამ ნიადაგზე დაპირისპირება აღარ იქნება.