გურიის გუბერნატორი ზურა ნასარაიას თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში კონფლიქტი მოგვარებულია.
“ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ არაერთი შეხვედრა გაიმართა, როოგრც ერთ მხარესთან ისე მეორე მხარესთან. ჩვენ გუშინ შევაცადეთ, რომ მაქსიმალურად დაგვემშვიდებია შეკრებილი მოსახლეობა. თუმცა იქ იყვნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანები, რომლებმაც არ მისცეს ამის საშუალება.
ამის შემდეგ მე პირადად ვიყავი იმ სამლოცველოში სადაც იმართება ლოცვები. შევხვდი, როგორც მუფტს, ასევე ადგილობრივ წინამძღვრებს. ასევე საღამოთი გაიმართა ერთობლივი შეხვედრა, როგორც ქრისტიან, ასევე, მუსლიმან მოსახლეობასთან და მივედით იმ შეთანხმებამდე, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება და არც ქონია მუსლიმ მოსახლეობას, რომლებიც ლოცულობდნენ სოფელ ბუკნარში.
ყველა ის ადამიანის მიმართ, ვინც შეეცდება ამ თემისპროვოცირებას ან შეეცდება მოსახლოების გაღიზიანებას, იქნება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურებიდან.
გუშინ ვიხილეთ ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ასევე მუსლიმი სასულიერო პირების მოწოდებები. მათ მოუწოდეს თავიანთ მრევლს, რომ იცხოვრონ მშვიდად და წყნარ ვითარებაში. მოახდინონ იმ ურთიერთობის აღდგენა, რაც წლების განმავლობაში ქონდათ.
ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის შევხვდეთ მოსახლეობას და მაქსიმალური მხარდაჭერა აღუქვათ თითოეულ მოქალაქეს და დავიცვათ მათი უფლებები”, _ გვითხრა ნასარაიამ.