„სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის 15 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის სულ 3179 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 2730 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვალების 33 შემთხვევა ფიქსირდება.
164 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. დღეის მონაცემებით, სტაციონარში 87 სამტრედიელი მკურნალობს“,_ ეს ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.