ალექსეი ნავალნი, სინამდვილეში ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტია, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა რადიო Frekvence 1-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს, ყირიმის ანექსიას, სტალინის რეპრესიებსა და ჩეჩნების დეპორტაციას
„ნავალნისთან დაკავშირებით რაც ხდება, სრული ხუმრობაა. ის ვითომ დემოკრატიისთვის მებრძოლია, სინამდვილეში კი, ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტია. რამდენადაც ვიცი, ის მონაწილეობდა ნაციონალისტურ მოძრაობებში, მხარს უჭერდა სტალისნის რეპრესიებს, ყირიმის ანექსიას და ჩეჩნების დეპორტაციას.
ნავალნი არ არის დემოკრატიისთვის მებრძოლი, ის მხოლოდ რუსი ნაციონალისტია.“ – განაცხადა ზემანმა.
ცნობისთვუს, ბერლინიდან დაბრუნებული ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები იმართება.
როგორც ბრიტანული გაზეთი The Independent წერს, რუსმა სამართალდამცველებმა 5000-მდე დემოსტრანტი დააკავა, მათ შორისაა ნავალნის მეუღლე და 82 ჟურნალისტი.