ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება.
კვალიფიკაციის, ბოლო, მესამე ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთში, დაძაბულ შეხვედრაში ფრე _ 4:4 ითამაშა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი, ფავორიტმა რუსეთმა სტატუსი გაამართლა და სომხეთის ეროვნული ნაკრები 6:0 დაამარცხა.
საქართველო-რუსეთის ფუტსალის ნაკრებების მატჩი 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.