რამდენიმეთვიანი ონლაინსწავლების შემდეგ საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა.
დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა_ ეს ეპიდემიასთან საბრძოლველ მთავარ იარაღად ჯანდაცვის ექსპერტებმა დიდი ხანია, რაც დაასახელეს.
ყოველთვის უნდა ეკეთოთ თუ არა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლაში პირბადე _ ამის გარკვევა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნატო ჯიბუტთან ვცადეთ.
„პირბადის ტარება გაკვეთილზე, გაკვეთილის მსვლელობის დროს არ არის სავალდებულო. დასვენების დროს კი, პირბადე ყველას უნდა ეკეთოს“,_ გვიპასუხა ჯიბუტმა.
შეკითხვას, თუ რატომ არ დგას გაკვეთილზე პირბადის ტარების აუცილებლობა? _ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი გვპასუხობს:
„გაკვეთილზე ბავშვებს შორის დისტანცია დაცულია. მერხები ყველა კლასში ისეა დადგმული, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაშია ნათქვამი. ამიტომ არ არის აუცილებელი ბავშვს გაკვეთილზე ეკეთოს პირბადე. რაც შეეხება მასწავლებელს, ის ბავშვებისგან დისტანციურად დგას“.