საქართველოში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, მიწისძვრის სიმძლავრისა და ეპიცენტრის შესახებ ინფორმაციას ამ წუთებში აზუსტებენ.
ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4,6 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.