გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სინოპტიკოსთა ცნობით, სინოპტიკოსები 6 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, დღისით სინოპტიკოსები +13 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ასევე წვიმაა ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა ხანმოკლე წვიმაც, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 იქნება. სოხუმშიც ნალექს ვარაუდობენ, ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მოთოვს. დღისით ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექია მოსალოდნელი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაშიც იწვიმებს, +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ხანმოკლე წვიმა, +7 გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში მოსალოდნელია თოვა და +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, -1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მოთოვს, დღისით +0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ასევე მოთოვს ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ცვალებადი მოღრუბლულობაა, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
რუსთავში ძლიერ ქარსა და უმეტესად უნალექო დღეს პროგნოზირებენ, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.