როგორც ვწერდით, ჩვენი სანდო წყაროს ინფორმაციით, ურეკის პოლიციის უფროსი, ამირან ჩუტკერაშვილი, გურჯაანში, პოლიციის სამმართველოში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გადაიყვანეს.
შსს პრესსამსახურში არ დაგვიდასტურეს ეს ინფორმაცია.
ჩვენი სანდო წყაროს ცნობით, ამირან ჩუტკერაშვილი ნამდვილად დაინიშნა კახეთის პოლიციის, გურჯაანის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ.
ამირან ჩუტკერაშვილი, ურეკის პოლიციის უფროსის პოსტზე, სხვადასხვა დროს, ორჯერ დაინიშნა, რასაც აქ, მისი, როგორც სტრუქტურის ძლიერი წარმომადგენლის იმიჯით ხსნიან.
_ ურეკში ძალოვანი სტრუქტურის უფროსის პოსტზე მუშაობა ადვილი არაა. აქ სისტემატიურად მოძრაობს სხვადასხვა ეროვნების უამრავი ადამიანი. ბევრნაირი ფაქტორია, რომლის განსაზღვრის ალღო უნდა გქონდეს, რომ წესრიგი იყოს. ჩუტკერაშვილს აქ ყოველთვის გამოუდიოდა ვითარების დალაგება და მოწესრიგება. ამიტომაც მოხდა ორჯერ დანიშვნა უფროსის პოზიციაზე, – ამბობენ ურეკში და მას კერძო საუბრებსა თუ სოც.ქსელში ასე მოიხსენიებენ: „ჩვენი დროის კუკარაჩაა, ოღონდ კეთილი დასასრულით“, „საუკეთესო პოლიციელი“, „ერთ მდინარეში ორჯერ ვაჟკაცები შედიან“, „მაინც ჩვენი პოლიციის უფროსი იქნები“…
გურიის სინამდვილეში, ბოლო პერიოდში, ხალხში მადლიერების გამოხატულება რეგიონში კარგი მუშაობის გამო, ორი მაღალი რანგის პოლიციელის, კახა მურადაშვილის და ამირან ჩუტკერაშვილის წასვლას მოჰყვა.