,,სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მაღალი ხარისხის პოლარიზება, საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა
ჰარცელი მოუწოდებს მხარეებს, გააკეთონ განცხადებები და გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდეს.
„რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.