,,ამ უკანასკნელი კრიზისიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავების შემთხვევაში მოლაპარაკებები ჩიხში შევა.
„რა თქმა უნდა, ეს ყველას ეჭვია. ვშიშობ, რომ უფრო ფართო შედეგები ექნება, რომელსაც ვხედავთ ორივე მხარის წარმომადგენელთა რეაქციებიდან. ეს დიალოგთან დაბრუნებისა და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უფრო გაართულებს. მე არ მაქვს ბროლის ბურთი, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შიში და მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ჩემს წინასწარმეტყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები.
რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სინათლის სიჩქარით მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ. ამ უკანასკნელი კრიზისიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი, მხარეებს მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯები გადადგან იმისთვის, რომ არსებული ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს
,,მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, _ აღნიშნა ჰარცელმა.
მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს.