გასვლით თამაშში ქუთაისში, ოზურგეთის “არწივებმა” წყალტუბოს “დინოზავრი” დაძაბულ თამაშში დაამარცხეს და ჯგუფის პლეიოფში თამაშის საგზური მოიპოვეს.
თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა: მეორე ტაიმის 27-ე წუთზე, “არწივების” რიგებიდან მსაჯმა ერთი მოთამაშე ორი მიღებული გაფრთხილების შემდეგ მოედნიდან გააძევა, რითაც “დინოზავრის” მოთამაშეებმა ისარგებლეს და ლელო გაიფორმეს არეკნითურთ.
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამან “არწივების” გატეხვა ვერ შესძლო, პირიქით, ბიჭებმა მეტი მობილიზაცია და კონცენტრაცია უმალვე მოახდინეს, რის შემდგომაც უმოკლეს დროში ორი ლელო და ორი გარდასახვა მიიწერეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა როგორც მეტოქის სულისკვეთების დასაცემად, ასევე საბოლოო, ტრიუმფალური შედეგის დასაფიქსირებლად.
„არწივების“ მხრიდან თავი გამოიჩინეს დათო დოლიძემ, რომელმაც 2 ლელო დადო, დათო ჩაუჩიძემ და გოჩა ჯიქიმა კი 1-1 ლელო დადეს. 3 გარდასახვა კი ზუღა ჟორჟოლაძემ შეასრულა.
ცნობისთვის, „დინოზავრების“ და „არწივების“ შეხვედრა 20 თებერვალს შედგა.