“შეზღუდვებთან დაკავშირებით უკვე არის გარკვეული მსჯელობა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საქართველოში რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, წითლის მიმართულებით აქტიურად მიდის, ეს არის — იმერეთი, გურია და თბილისი, სადაც ყველაზე მეტი არის მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპისთვის გვაქვს 2,2 და ასევე, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1-ს აღემატება, რაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამოვრიცხავთ შეზღუდვებს“,_ ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში გააკეთა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved