ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა.
გიგა ფარულავას წასვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ზუგდიდის მერიაში.
მათი თქმით, ფარულავა პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ისეთი კომპეტენტური და საიმედო კადრის წასვლა, როგორიც გიგა ფარულავაა, დიდი დანაკლისია. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსურვებთ”,- განმარტავენ მერიაში.
ცნობისთვის, გიგა ფარულავა აღნიშნულ პოსტსს 2019 წლიდან იკავებდა.