გურიაში 2020 წელს 448 ქორწინება დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია ნათქვამი.
მონაცემების მიხედვით, 2020 წელს სულ საქართველოში წელს, რეგისტრირებულია 16 359 ქორწინება, რაც 29.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელს.
ცნობისთვის, 2019 წელს დარეგისტრირებული იყო 23 285 ქორწინება, საიდანაც გურიაში 614 იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება განქორწინებებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 7 643 ერთეული შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2020 წელს რეგისტრირებული 7 643 განქორწინებიდან 187 გურიაში იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება 2019 წლის მონაცემს, საქართველოში განქორწინების 11 205 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 259 გურიაში.