თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმაღლესი საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს. ინფორმაციას trthaber ავრცელებს.
ერდორანის თქმით, ,,ყალბ ბრალდებებთან“ ბრძოლას გააგრძელებს
„ჩვენ გავაგრძელებთ „ყალბ ბრალდებებთან“ ბრძოლას და სიმართლის დაცვას მათგან, ვინც ამ ცილისწამების გავრცელებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო უჭერს მხარს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას გეგმავს.
გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი განცხადებას 24 აპრილს გააკეთებს, როდესაც სომხეთში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.