ჩოხატაურში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ელექტროენერგია ამ დროისთვის მხოლოდ ზემოხეთის და თხილაგნის მაცხოვრებლებს არ მიეწოდებათ, მაგრამ იქაც მალე მოხდება ძაბვის მიწოდება.
„ელექტროენერგიის მიწოდება, ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგენილია, გარდა ზემოხეთში, თხილაგნის უბნისა, სადაც ასევე მოხდება ძაბვის მიწოდება…
მადლობა ,,ენერგოპროჯორჯია,, – ს ჩოხატაურის ოფისის თანამშრომლებს“,_ წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ძლიერმა ქარმა ჩოხატაურში ხეები წააქცია.