აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. ნაირა სურმანიძე ქობულეთის სამედინო ცენტრსა და „ბაუში“ მუშაობდა. მას კოვიდი 10 მაისს დაუდასტურდა.
„61 წლის, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში შეყვანილი იქნა 10 მაისს 11:00 საათზე, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას სტაბილური. თუმცა მდგომარეონა დამძიმდა მე-7-მე-8 დღეს. განვითარდა ორმხრივი პნევმონია, დისტრეს სიმდრომი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. გატარებული შესაბამისი ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალება დაფიქსირდა 28 მაისს, 05:15 საათზე“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.