“მარგებელი ჰოლდინგის” სადისტრიბუციო კომპანია განცხადებას ავრცელებს. “გურია ნიუსი” სადისტრიბუციო კომპანიის განცხადებას უცვლელად გტავაზობთ.
“შპს „ენგადი“ საქართველოს მასშტაბით მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა.
ამ ხნის მანძილზე კომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია, დასავლეთ საქართველოსა და სხვა რეგიონებში სავაჭრო ობიექტების მომარაგება ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, ხოლო თბილისში კომპანია დისტრიბუციას ნაწილობრივ საკუთარი ძალებით ახერხებდა.
დღეიდან კი, ოჯახურ გარემოში ჩატარებული წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად დისტრიბუცია ქვეყნის მასშტაბით 100%-ით აღდგება.
გვინდა მადლობა მოვახსენოთ ჩვენს თანამშრომლებს ნდობისათვის და ასევე, ჩვენს მომხმარებლებსა და საზოგადოებას მოთმინებისა და ერთგულებისთვის”, _ წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე: “წყალი მარგებელი” გაფიცულ თანამშრომლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს