გერმანიამ კვლავ გახსნა საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაკომპანიებისთვის. ამის შესახებ გერმანიის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ნებართვები მიღებულია.
”ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი დაშვებულია” – თქვა აეროფლოტის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ პოლოუბოარინოვმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დროს.
ხოლო კომპანია ,,S7“ განაცხადა, რომ ფრენები გერმანიის მიმართულებით “განხორციელდება დაგეგმილი წესით”.
თავის მხრივ, გერმანიის ავიაგადამზიდველმა ,,Lufthansa“- ს, წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღო ნებართვა ფრენების შესრულებაზე რუსეთის ფედერაციის ქალაქებში, რომელიც ძალაშია ივნისის ბოლომდე.
DW წერს, რომ რამდენიმე საათით ადრე კი, Lufthansa- მ ფრენები ფრანკფურტიდან მოსკოვსა და პეტერბურგში გააუქმა “რუსეთის ხელისუფლებასთან კოორდინაციის არარსებობის გამო”.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს ეხებოდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, დროულად ფრენის ნებართვის არ მიცემას. ამის შემდეგ გერმანიის ფედერალურმა საავიაციო ხელისუფლებამ დახურა ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიებისათვის.
გამოცემა, ასევე წერს, რომ გერმანულმა გადამზიდავებმა ფრენები, ბელორუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით უნდა განახორციელონ, ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით Ryanair- ის ლაინერთან დაკავშირებული ინციდენტის გამო.
ცნობისთვის, ფრენები ბელორუსის გვერდის ავლით მას შემდეგ შეჩერდა, რაც Ryanair-ს თვითმფრინავი მინსკში დაეშვა.
23 მაისს ბელორუსის ხელისუფლებამ აიძულა თვითმფრინავი სასწრაფოდ დაშვებულიყო მინსკში. მოგვიანებით ლუკაშენკოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მათ მიიღეს შეტყობინება ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მფრინავებმა ბელორუსის დედაქალაქში ფრენის ბრძანება მიიღეს, სანამ თვითმფრინავი ლიტვის საჰაერო სივრცეში შევიდოდა. ბორტზე ბომბი ვერ იპოვნეს, მაგრამ ორი მგზავრი დააკავეს – ბელორუსის ოპოზიციური ბლოგერი რომან პროტასევიჩი და მისი თანმხლები პირი, რუსეთის მოქალაქე.
24 მაისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ სანქციებზე, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ბელორუსული ავიაკომპანიების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცისა და აეროპორტების გამოყენების აკრძალვას. ევროკავშირის საბჭომ მოუწოდა ევროპულ ავიაკომპანიებს, თავიდან აიცილონ ფრენები ბელორუსის ტერიტორიაზე.