მწვანე ალტერნატივა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მწვანე ალტერნატივა გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში. ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევით და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა“, – ეს განცხადება სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ“ გაავცელა.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია:
“რაც შეეხება ნამახვან ჰესის კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, მწვანე ალტერნატივა ნამახვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას”.
“გურია ნიუსი“ “რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთ ლიდერთან ვარლამ გოლეთიანთან დაკავშირებას ცდილობს. ის ამ ეტაპზე ჩვენს სატელეფონო ზარებს, არ პასუხობს.
ავტორი: გიორგი გირკელიძე