ზუგდიდში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „გურია ნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა იმ დროს მოხდა, როცა მამა-შვილი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ავტომობილს დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გაუხსნა.
მამა, 60 წლის მამაკაცი, ადგილზე გარდაიცვალა, შცილი კი _ სავადმყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, საკონსერვოს დასახლებაში მოხდა.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე