საკმაოდ წარმატებულად დაიწყო მესამე საშეჯიბრო დღე ქართველი სპორტსმენებისთვის. 1/2 ფინალში და მედლის მოპოვების კარგი შანსი აქვს ქართველ ჯუდოკას, ლაშა შავდათუაშვილს (73კგ), რომელიც ნახევარ ფინალში სამხრეთ კორეელს, ჩანგი ანს დაუპირისპირდება, რომელმაც ტურნირი მძიმედ დაიწყო, თუმცა გამოცდილების და კლასის ხარჯზე მოახერხა მეტოქეების დამარცხება. მეორე ნახევარ ფინალში ერთმანეთ იაპონელი შოჰეი ონო და მონღოლი ტსენდ-ოჩიფი დაუპირისპირდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ 1/4 ფინალში დასანანი მარცხი იწვნია ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), მაინც მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა და რაც მთავარია ისტორიული ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი შეინარჩუნა. ეთერი რეპეშაჟში პოლონელ ჯულია კოვალჩიკს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 12:00-დან დაიწყება და პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეეძლება მაყურებელს ტრანსლაციის ხილვა.
წარმატებულ სვლას აგრძელებს ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა იტალიელი ლორენცო სონეგო (მსოფლიოს 26-ე ჩოგანი) და 1/8 ფინალში გერმანელ ალექსანდ ზვერევს (მსოპლიო რეიტინგის მე-5 ჩოგანი) დაუპირისპირდება. ეს მატჩი ზეგ გაიმართება.
სამწუხაროდ პირველ წრეში, ჩინელ მეტოქესთან, დამარცხდა ახალგაზრდა ქართველი მოკრივე სახილ ალახვერდოვი. კიდევ ერთი ქართველი მოკრივე გიორგი ხარაბაძე რინგზე 13:51 წუთზე გამოვა და ასპარეზობას 1/16 ფინალიდან დაიწყებს.
ავტორი: მამუკა მამალაძე