“ქართულ ოცნებას” სამტრედიის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა, სოციალურ ქსელში საკუთარი ფეისბუქის გვერდებზე ცალკეული საჯარო მოხელეები, რიგითი სამტრედიელები, პოლიტიკური ჯგუფები უკვე აღარ ერიდებიან ამ პოსტზე ღიად მიულოცონ და წინასწარ წარმატება უსურვონ დავით ბახტაძეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბახტაძე კახა კალაძის კადრია. ეს ინფორმაცია ,,გურია ნიუსთან” არც უარყო და არც დაუდასტურებია მერის მოადგილეს. როგორც არის დაანონსებული, ,, ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” მერობის კანდიდატებს, ოფიციალურად, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დაასახელებს.
ავტორი: ნინო ნანიტაშვილი