წარმოშობით სამტრედიელმა ბიზნესმენმა გიგა დალალიშვილმა, რომელიც ამავდროულად არის სამტრედიის რაგბის განვითარების წევრი, სამტრედიაში, რაგბის კლუბ ,,ფენიქსს” შერკინების დანადგარი გადასცა.
ეს საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარი სამტრედიელ რაგბისტებს ინტენსიური ვარჯიშისას გამოადგებათ.
რაგბის კლუბი ,,ფენიქსი” სულ რაღაც ორი თვეა, რაც სამტრედიაში დაფუძნდა და ერთვება ეროვნულ ჩემპიონატში.
სამტრედიაში საგანგებოდ ჩამოვიდა საქართველოს რაგბის ფედერაციის რეგიონული პოლიტიკის ხელმძღვანელი, გაიოზ მონიავა და ვეტერანი რაგბისტი, წარმოშობით სამტრედიელი დავით ცხვარაძე.
შერკინების დანადგარი დამზადდა საქართველოში ევროპული ანალოგიების მიხედვით და მისი ღირებულება, დაახლოებით, 30 000 ლარამდეა.
[sexy_author_bio]