ჩოხატაურში გასულ 24 საათში ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო ჯიბუტის თქმით, სოფლებში განაწალების მიხედვით ყველაზე მეტი შემთხვევა ქევენობანში გამოვლინდა.
ამ დროისთვის ჩოხატაურში აქტიურია კოვიდინფიცირების 242 შემთხვევა, საიდანაც 37 პაციენტი ჩოხატაურში, 10 კი მუნიციპალიტეტს გარეთ მდებარე კოვიდკლინიკაში მკურნალობს.
„არიან როგორც მძიმე, ასევე საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 2304 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2237 ადამიანი, გარდაცვლილია 25.
[sexy_author_bio]